გაკვეთილის გეგმა

თემა
კრწანისის ყაყაჩოები
მნიშვნელობა/აქტუალობა
მუშაობა  შტექსტების შედარება-შეპირისპირების უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებაზე.ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით.
მიზნები დაშედეგები
ტექსტზე დაკვირვების უნარ-ჩვევების გამომუშავება.ტექსტის გაგება-გააზრება.
ქართ. V. 4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ისმენს მხატვრულ ნაწარმოებს (ლექსს, ნოველას, მოთხრობას) და გამოხატავს საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს;
·         საუბრობს პოეტურ ნაწარმოებში გამოხატულ განწყობაზე;
·         ასახელებს სხვადასხვა თვალსაზრისით მისთვის საინტერესო ადგილებს ტექსტიდან.

წინასწარი ცოდნა
ახალი მასალის ახსნამდე ყურადღებას გავამახვილებ წინა გაკვეტილის მასალაზე.კერძოდ,ლექსის მთავარ სათქმელზე.რა პასუხისმგებლობა აკისრია ადამიანს საკუთარი ქალაქის,ქვეყნის წინაშე.
შეფასების საგანი და პროცედურები
მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთ აქტივობასა და ქცევაზე;მასწავლებლის დაკვირვება მუშაობის პროცესზე.



სასწავლო მასალა დატექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო.ცარცი, დაფა.
გაკვეთილის მსვლელობა
მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვას „ყაყაჩო“ სთხოვს შეურჩიონ ეპითეტები. შეადარონ სხვა საგანს ან მოვლენას.შემდეგ მასწავლებელი კითხულობს ლადო ასატიანის ლექსს.’კრწანისის ყაყაჩოები“(სათაურის გარეშე)შემდეგ ეკითხება მოეწონათ თუ არა ლექსი .დაუსვამს კითხვას როგორ დაასათაურებდნენ ამ ლექსს.პასუხები იწერება დაფაზე.მოწაფეები ხსნიან რატომ დაასათაურეს ასე.შემდეგ მასწავლებელი აწვდის ინფორმაციასსამასი არაგველის შესახებ. შემდეგ ეკითხება ხომ არ დააზუსტებდნენ თავიანთ სათაურებს. მასწავლებელი გაუმხელს მოწაფეებს ნამდვილ სათაურს და სთხოვსმოწაფეებს ახსნან ,რატომ უწოდა მწერალმა  ლექსს ეს სათაური.ლექსს წაიკითხავს ერთი მოსწავლე.საშინა დავალებად აძლევს,რა დანსხვავებას
დიფერენცირებული სწავლება

No comments:

Post a Comment